0%

მარიამ გვივრაძე

ხელოვანის პორტრეტი

„მთელი არსებით მხატვარი და ახლის მაძიებელი ადამიანი ვარ. რა ხელობაც არ ვცადე, ყოველთვის ხელოვნებას ვუბრუნდები. მიყვარს ჩემი იდეების რეალიზება, სკეიტბორდით კატაობა, ახალი აზრების მოსმენა, ადამიანებზე და სამყაროზე დაკვირვება. ვერასოდეს ვჯდებოდი იმ ჩარჩოებში, რაც საზოგადოებამ ჩემთვის გაამზადა (იმის მიუხედავად, რომ ადაპტაცია კარგად შემიძლია). არ მიყვარს როცა მეუბნებიან „ლამაზი“ რამ დავხატო. ვხატავ იმისთვის, რომ აზრები გონებიდან გამოვაძევო. იქნება ეს ანატომიურად ამოტრიალებული ადამიანი თუ ყვავილები, – ჩემი არჩევანია. ვთვლი, რომ ხატვისას ვარ ყველაზე ნამდვილი „მე“ და არა კონკრეტულ გარემოებაზე ადაპტირებული პიროვნება. ფუფუნებაა, მივაღწიოთ მდგომარეობას, სადაც ჩვენს ნამდვილ სახეს ვხედავთ. ამისთვის კი, ხელოვნებაა აუცილებელი. ჩემი ნამუშევრების მოწონებისას ხშირად უთქვამთ, რომ ბიჭის ტვინი მაქვს (რაც, თურმე, კომპლიმენტი უნდა იყოს!). ამას ვეწინააღმდეგები. მინდა, რომ ხედავდნენ ჩემ ნახატს და ჩემს პიროვნებას ისე განსჯიდნენ. აუცილებელი არ არის ყველას მოსწონდეს ჩემი ნამუშევრები, მაგრამ მიხარია, როდესაც ადამიანებს ჩემი ქაოსის ესმის.“

ნამუშევრები

„სოკოები“, ციფრული ნამუშევარი, 1924X1086px, 2021

„გამზრდელი“, ციფრული ნამუშევარი, 1920X1084px, 2021

„ზალცბურგი“, ციფრული ნამუშევარი, 1170X1083px, 2021

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, დიზაინის ფაკულტეტი, გრაფიკული დიზაინის მიმართულება