![](https://weekofart.com/wp-content/uploads/2021/04/7C06EF1E-780D-4262-B4D9-9347B2528B5D-680x1024.png)
ხელოვანის პორტრეტი
„ვხატავ ბავშვობიდან. სამწუხაროდ, პროფესიული სწავლა ვერ დავასრულე და დღეს მოყვარული მხატვარი ვარ. ვფიქრობ, ყველა ადამიანს სჭირდება საქმიანობა, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. ჩემთვის, ეს არის ხატვა, – საუკეთესო საშუალება, გამოვხატო საკუთარი გრძნობები ან/და ფიქრები თუ განცდები. საუკეთესო საშუალება განტვირთვისა და სიამოვნების მიღებისთვის.“