მედეა იმერლიშვილი

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

„ხატვა, 30 წლის მერე, ამ შემოდგომაზე დავიწყე თავიდან. და თითქოს წრე შეიკრა, იმიტომ რომ მეტისმეტად მიყვარდა და ახლა თითქოს საკუთარ თავს დავუბრუნდი. რაღაც გაგებით, ის, რასაც ვხატავ, და ძირითადად ვხატავ კედლებს, სხვადასხვა ფაქტურის, კედლებზე – ჩრდილებს, ხაზებს, გეომეტრიულ ფიგურებს, რასაც ქმნიან ეს ჩრდილები, კონტრასტს სინათლისა და ჩრდილისა, სარკმლებს, საიდანაც არავინ იყურება, მტვრიან და ჩუმ სახლებს – ეს ყველაფერი, ზოგჯერ მგონია, ჩემი ავტოპორტრეტია, სიჩუმის მხარეა, სადაც სიტყვა ზედმეტია, ნახატი უსიტყვოდ გიყვება – ეს ჩემი სიჩუმის მხარეა.
ამ მხარის მიღმა, არის კიდევ სხვა მხარეც – სიტყვების, როცა ვწერ. არ ვიცი ჩემი ლექსები და ნახატები ჰგავს თუ არა ერთმანეთს. არ ვიცი, ვიღაც, ვინც არ იცის ავტორის ვინაობა, თუ მიხვდებოდა, რომ ლექსებიც და ნახატებიც ჩემი დაწერილია და დახატულია. ლექსების ორი კრებული გამოვეცი – „დამშვიდობება ზამთართან“ (2012) და „ქვების ჩურჩული“ (2018).
ვიდრე ხატვას შევუდგებოდი, მრავალი წელი, ოც წელზე მეტი, ფარდაგებს ვქსოვდი, სხვებისთვის ეს ფარდაგები ლამაზი ფერები იყო, ჩემთვის კი, ფერებთან თუნდაც ამ გზით ურთიერთობა და კიდევ, მიყვარს, როცა ვეხები მოქსოვილი ფარდაგის უხეშ ზედაპირს. კიდევ, არ ვიცი, რა ვთქვა – მყავს სამი შვილი და ქმარი. კარგია, რომ გაგებით ეკიდებიან ჩემს ყველა წამოწყებას – წიგნებით, საქსოვი ძაფებით, ჩარჩოებით, ქვებით, რომლებიც მიყვარს, მცენარეებით და ახლა უკვე ტილოებით, საღებავებით და ნამუშევრებით საერთო სივრცის ამოვსებას.“

 

0

ნამუშევრები

„კაცი, რომლის მკერდზეც ჩიტმა ბუდე გაიკეთა“, 30x40სმ, ტ. აკრილი, 2021

Scroll to Top