0%

მირანდა ვარდოსანიძე

ხელოვანის პორტრეტი

„ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის მქონდა უცნაური შეგრძნება, – ვწერდი ლექსებს, თუმცა ვიცოდი, რომ ეს ის არ იყო, რაც რეალურად მსურდა. შემდეგ იყო უნივერსიტეტი, შემდეგ ოჯახი და ამ დავიდარაბაში შინაგანი „მე“ სადღაც მიიჩქმალა… პანდემიის დროს, ერთ საღამოს, როცა ისევ ვიგრძენი რაღაც ძალიან ღრმა, მოზღვავება ემოციებისა, ავიღე ფანქარი და თეთრ კედელზე დავხატე ვან გოგის “ვარსკვლავებიანი ღამის”მონახაზი. მეორე დღეს წავედი და საღებავები მოვიტანე. იმ საღამოს პირველად ავიღე ფუნჯი ხელში და მივხვდი, რა მსურდა მთელი ცხოვრება და რა მაწუხებდა თურმე აქამდე… ეს იყო ხატვის სურვილი და სიყვარული ხელოვნებისადმი.

ჯერჯერობით ვხატავ კედლებზე. თუმცა, მინდა ვხატო ხეზე, ფანერაზე და ტილოზე.

იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა…“

 

 

ნამუშევრები

“ვარსკვლავიანი ღამე რონის სიახლოვეს”; ვან გოგის მიხედვით, 2,4x3მ, კედლის მოხატულობა, შერ. ტექნიკა, 2020