0%

ნინო ბაკურაძე

ხელოვანის პორტრეტი

„მე ვარ ნინო ბაკურაძე, 50 წელი თითქმის ორი წლის წინ შემისრულდა, რამდენიმე დღის წინ მეგობართან ერთად ასაკს ვარჩევდით , აღმოჩნდა რომ სრულად აღფრთოვანებულები ვართ, მეტი თავისუფლება, მეტი თავდაჯერებულობა , მეტი “ავანტიურის”მოწყობის მცდელობა….
რომ მკითხონ რა უყვარს ადამიანს ყველაზე მეტად, ალბათ თამაში მეთქი ვუპასუხებ ….
„ვითომ“ და ამ სიტყვებით იწყება ძალიან ბევრი თავგადასავალი, ამბავი . მაგიური სიტყვაა და ჯადოსნური ჯოხივით არის… თითქოს ყველა კარებს ხსნის და გაფრენს…
საყვარელი ნივთებიდან რამდენიმეს გამოვარჩევ, კალეიდოსკოპს, ქვიშის საათს, ძველი გასაღებების აცმას და რამდენიმე წიგნს, ცარიელ ადგილებში საკუთარი მინაწერებით…
საკმაოდ რთული სამუშაო რითმის შემდეგ, რეალობიდან დასვენებას თავისი „ვითომ“, იყო და არა იყო რა და ფერად ფიქრებში გაფრენილი 300 წამი აქვს..

ნამუშევრები

სერიიდან „ჩაი და ჩაო“, ჭადრაკის თამაშის წესები და მარტივი მათემატიკა, კომპიუტერული გრაფიკა, 2023

სერიიდან „ჩაი და ჩაო“, თეთრი ზღვის მოლაპარაკე თევზების მასლაათი მზის ამოსვლისას, კომპიუტერული გრაფიკა, 2023

სერიიდან „ჩაი და ჩაო“, წითელი თევზების მუსიკალური გამბიტი, კომპიუტერული გრაფიკა, 2023

პროფესიული გამოცდილება

ექიმი