0%

ნინო სააკაძე

ხელოვანის პორტრეტი

„ბავშვობიდან მახსოვს, როგორ მეჭირა ხელში ფერადი ფანქრები და ვხატავდი. სკოლაშიც ვხატავდი… სკოლის დამთავრების მერეც… მოკლედ რომ ვთქვა, ხატვა ჩემთვის ყოველთვის იყო და არის თვითგამოხატვის, შინაგანი ქაოსის ფურცელზე გადმოტანის საშუალება. შინაგანად ვგრძობ ხაზების, ფორმების მოძრაობას და მიჩნდება სურვილი, ეს ყველაფერი ქაღალდზე გადმოვიტანო. მიყვარს დეტალები; პატარა, სხვისთვის შეუმჩნეველი დეტალები… და მჯერა, რომ ცხოვრებაში ბედნიერება სწორედ პატარა დეტალებშია. იდეალურ სწორ ხაზს რომ გაავლებ, ეგ შეგრძება ყველაზე დიდი სიამოვნებაა. თუნდაც, ახლა, გაზფხულზე რომ აყვავდნენ დაძინებული ხეები და დილის 6 საათზე ჩიტები რომ იწყებენ გალობას! ცივი ჰაერი და მზის პირველი სხივები… ჩემი ავტოპორტრეტიც ასეთია: გრძნობებში ჩახლართული ხაზები და ფორმები, ცხოვრების ყოველდღიურობაში ჩაძირული შესამჩნევი და თან შეუმჩნეველი პატარა დეტალები.“

ნამუშევრები

„სურვილის ფრთები“, ქაღალდი, ტუში, 60X40, 2017

„ორნი“, ქაღალდი, ტუში, 60X40, 2019

„ფიქრები ტალღა“, ქაღალდი, ტუში, 60X40, 2019

პროფესიული გამოცდილება

ილიაუნი, ბიზნესის მართვა, აღმოსავლეთმცოდნეობა; „ინტელექტ ცენტრი“, გრაფიკული დიზაინის კურსი;