ნინო სლეპჩენკო

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

„ლაქა, ანაბეჭდი, ბლიკი, ჩრდილი, ანარეკლი… სიზმრების განცდა, ზოგჯერ ბუნდოვანი ან მოულოდნელად მკაფიო, რეალური და ერთდროულად, მოჩვენებითი. როგორ იბადება ფორმა იდუმალი ბნელი სიღრმეებიდან, ჰკარგავს კონკრეტულ საზღვრებს და იჟღინთება უსასრულო სინათლეში? სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ილუზია?.. მაინტერესებს ადამიანი, მისი აღქმის და წარმოსახვის უნარი, მისი ემოციების და შეგრძნებების კავშირი სამყაროსთან… მაინტერესებს, როგორ აღიქვამს ის გამოსახულებას, შუქ-ჩრდილს, ფერსა და ფორმას. რა სიუჟეტს ხედავს ჩემს ნამუშევრებში, საკუთარი აღქმის უნარიდან ან განწყობიდან გამომდინარე… მე მივაგენი იმ ტექნიკურ საშუალებას და ფაქტურას, რომელიც ყველაზე მეტად გადმოსცემს სამყაროს ჩემებურ, სიზმრისეულ აღქმას. სამყაროს, სადაც ყველაფერი ლივლივებს, წამიერია, ღრუბლებივით ცვალებადი და განუმეორებელია, სადაც ერთი ფორმა მუდმივად მეორეში გარდაიქმნება.“

ნამუშევრები

„წითელის “სიზმრის” ცეკვა“, 70x50სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2009

„ჯადოსნური ტყის სიზმარი“, 42x30სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2009

„ჩიტების შეგრძნება“, 100x70სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2017

“შამანის ცეკვა”, 42x30სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2009

“ბებია და შვილიშვილი”, 94x62სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2002

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება, გამოყენებითი გრაფიკის სახელოსნო
Scroll to Top