ხელოვანის პორტრეტი
„20 წელია ვმუშაობ კომპიუტერულ გრაფიკაში, ბინების დეკორაციასა და პროექტირებაში, ასევე, ჩემს საამაყო პროექტზე ქართული ორნამენტების კომპიუტერული ვერსიის შექმნაში. კლიპარტების სახით ფუნჯით მხატვრობას ძირითადად კომპიუტერი ანაცვლებს, მაგრამ ჩემი საქმისთვის არასდროს მიღალატია. უბრალოდ, საზოგადოება რასაც უფრო მთხოვს, იმას ვაძლევ… ასევე, ვარ მოყვარული ფოტო-პეიზაჟისტი.“
პროფესიული გამოცდილება
მ. თოიძის სახ. ხელოვნების პროფესიული სასწავლებელი, მეხალიჩე-ხელითმქსოველის ფაკულტეტი, მეხალიჩე; სულხან-საბას სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, საზოგადოებრივ პროფსიათა ფაკულტეტი, დიზაინერ-დეკორატორი; თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარული პროფესიათა ფაკულტეტი, სამეწარმეო გრაფიკა, მხატვარ-გრაფიკოსი.