0%

სოფო თუმანიშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„ხელოვნება არის ჩემი აზრებისა და ემოციების გამოხატვის ყველაზე კარგი საშუალება. ვხატავ ბავშვობიდან, მაგრამ ფართო მასებისთვის ნამუშევრები ცნობილი არ არის, რადგან არასოდეს გამიწევია ამ კუთხით თავისი თავის მენეჯმენტი. ფერწერა ჩემი სპეციალობა არ არის, მაგრამ ყოველთვის ხელოვნების სფეროსთან მჭიდრო კავშირი მქონდა, კერძოდ კინომატოგრაფიასა და კომპიუტერული დიზაინის განხრით. პანდემიამ დიდი სტაგნაცია გამოიწვია, რამაც მორალურად და ფინანსურად მთელ ქვეყანაზე უარყოფითად იმოქმედა, თქვენი პროექტი ძალიან კარგი და მისასალმებელი იდეაა. ხელოვან ხალხს განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდებათ, ვინაიდან ჩვენ ჩვენი აზრებისა და ფიქრების ვიზუალიზაცია ქაღალდზე მარტივად გამოგვდის, ნამუშევრების რეალიზაცია კი რთულად, მითუმეტეს ასეთი ჩაკეტილობის დროს.”

ნამუშევრები

„ვენერას დაბადება და სიკვდილი“, 24.5x37სმ, ქაღ. შერ ტექნიკა, 2020