0%

ქეთევან ლაზიაშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„ძალიან მიყვარს ჩემი, პატარა, კოლორიტული ქალაქი. ერთ დროს, ვრეპეტიტორობდი, – ბავშვებს ვეხმარებოდი გაკვეთილების მომზადებაში. ეს ძალიან მსიამოვნებდა, ბავშვებთან ურთიერთობა ენერგიით მავსებდა. მაშინ პირველად დავფიქრდი, ჩემგან არც თუ ისე ურიგო პედაგოგი დადგებოდა, მაგრამ… ახლა ვდიასახლისობ და ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ჩემს, პატარა, უსაყვარლეს შვილიშვილებს ეკუთვნის. ყოველთვის მიყვარდა ხატვა, ქარგვა, ქსოვა და საერთოდ ყველაფერი, რაც ხელოვნებასთანაა დაკავშირებული. შიგადაშიგ სიმღერებსაც ვწერ, ეს ისე, როცა სამზარეულოში ვფუსფუსებ… ალბათ, როდესმე ჩემი სიმღერებიც დატოვებს სამზარეულოს კედლებს. ოპტიმისტი ვარ. სულ ვფიქრობ უკეთეს მომავალზე. მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. მიყვარს სიახლეები და სულ ძიებაში ვარ. მიყვარს ინტერნეტში ძრომიალი, სიახლეების მოძიება. სულ ესაა…“

ნამუშევრები

„უსათაურო №1“, ქაღალდი, ფანქარი, 21X32, 2013

„უსათაურო №2“, ქაღალდი, ფანქარი, 32X21, 2014

„უსათაურო №3“, ქაღალდი, ფანქარი, 32X21, 2014

პროფესიული გამოცდილება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერი