
ხელოვანის პორტრეტი
“მე ანასტასია ვარ, გოგონა, რომელიც ცდილობს ხელოვნება საკუთარი ყოველდღიურობის ნაწილი გახადოს. წლების წინ აქტიურად ვწერდი ლექსებს. გამოცემული მაქვს ორი წიგნი: არტ პროექტი „ლიტერატურული სამართალი“ და ლექსების კრებული „ღმერთომანია“. მიყვარს ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების დამზადება. მიტაცებს გრაფიკული დიზაინი, აუდიო-ვიზუალური და მედია არტი. ხატვა ჩემთვის ახლადაღმოჩენილი გატაცება და თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.”