ხელოვანის პორტრეტი
„თავი ვერ წარმომიდგენია ხელოვნების გარეშე… მინდა, მთელი ცხოვრება მის შესწავლაში და ხატვაში გავატარო. ნახატების ციკლი მაქვს, რომელიც ვფიქრობ, ჩემს ხასიათს ასახავს და ადამიანებს მიანიშნებს დაფიქრდნენ და სხვანაირად შეხედონ სამყაროს.
ცა, რაც არ უნდა მოღრუბლული იყოს, ჩემთვის ყოველთვის სიმშვიდეს ნიშნავს. როცა უამრავი საქმით და რუტინით ვარ მოცული, სადმე მეჩქარება და ფიქრები მოსვენებას არ მაძლევს, ვიხედები ცაში და უზარმაზარი ტვირთი მეხსნება, ფიქრებიც მილაგდება. ამისი ასახვა მინდოდა ჩემს ნახატებში.“
პროფესიული გამოცდილება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი