ხელოვანის პორტრეტი
„ბავშვობაში დავიწყე ხატვა და მას შემდეგ სულ ვხატავ. დღის უდიდეს ნაწილს საკუთარ სახელოსნოში ვატარებ, თუნდაც არ ვმუშაობდე. სამიოდე მეგობარი მყავს, მაგრამ ნამდვილი და ერთგული, – ვრცელი და ხმაურიანი ოჯახი. ამჟამად, დაკავებული ვარ ძიებით. ვეძებ გზებსა და ხერხებს, საშუალებებს, საკუთარი თავის ან სათქმელის გამოხატვისა და გამოსახვის კომფორტულ ფორმებს. მიყვარს სწავლა და მოსწავლის როლში ყოფნა. განსაკუთრებულად მომწონს, როდესაც დამოუკიდებლად ვატარებ
“კვლევებს”. არატრადიციული ხერხებით, ყოველდღიური მოვლენებისგან ვღებულობ ინფორმაციას. ვცდილობ, ვიპოვო ცხოვრების ჯანმრთელი წესი, ყურადღება მივაქციო ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს. ვაკვირდები საკუთარ თავს, მსიამოვნებს გარკვეულ საკითხებში პროგრესების აღმოჩენა ხანგრძლივი შრომის შედეგად.“