ხელოვანის პორტრეტი
„პატარაობიდან ვგიჟდებოდი ვან გოგის შემოქმედებაზე. მესიზმრებოდა ხოლმე, საკუთარი თავი მისი მზესუმზირებით სავსე მინდორში…
ლონდონში სასწავლებლად ჩასული, ანტონი ტაპიესის ხელოვნებით დავინტერესდი.
სტუდენტობის წლებში გატაცებული ვიყავი ჯექსონ პოლაკის შემოქმედებით, რაც იმდროინდელ ნამუშევრებშიც იგრძნობა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ხატვისთვის ვეღარ ვიცლიდი… ბოლო ერთი წელია, რაც დავუბრუნდი შემოქმედებით საქმიანობას და არა მგონია, რომელიმე მხატვრის შემოქმედების ზეგავლენის ქვეშ ვიყო… უბრალოდ, მინდა გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, დაგროვებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები.“
პროფესიული გამოცდილება
ჩელსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი, ბაიამ შოუს ხელოვნების სკოლა, ლონდონი