ხელოვანის პორტრეტი
„არ მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებას სამუდამოდ დავუკავშირებდი მხატვრობას.
31 წლის ასაკში, აკადემიაში ჩავაბარე და ჩემი პროფესიული საქმიანობაც დაიწყო. შთაგონებას ძირითადად, ჩემს ქვეცნობიერს ვანდობ, თუმცა, ფერწერის ტექნიკის შესწავლაში ბევრი საყვარელი არტისტი “დამეხმარა”. ვცდილობ, სხვადასხვა მასალა მოვსინჯო, რაც საინტერესო პროცესია და შემოქმედებითობას კიდევ უფრო მიმძაფრებს. მიყვარს რაიმე თემაზე მუშაობა, რაშიც მთლიანად ვაქსოვ განცდილს, ნანახს და წაკითხულს. სპონტანურად მუშაობაც მიყვარს, როცა მხოლოდ დასაწყისის მიზეზი მაქვს და პროცესს ინტუიციით მივყვები.“
პროფესიული გამოცდილება
თსს აკადემია, რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტი;
საფრანგეთის ვალენსიენის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი