0%

ეკა ეგაძე

ხელოვანის პორტრეტი

„პროფესიით არქიტექტორ-რესტავრატორი ვარ. მაქვს ოცდაორწლიანი პედაგოგიური გამოცდილება არქიტექტურის, გრაფიკული დიზაინის და კომპოზიციის მიმართულებით. შექმნილი მაქვს სხვადასხვა ინდივიდუალური არქიტექტორული და ინტერიერის დიზაინის პროექტები. ვმუშაობ ფერწერაშიც, მქონდა რამდენიმე ათეული გამოფენა საქართველოში და უცხოეთში. ვფლობ რეწვის სხვადასხვა ტექნიკას და ვქმნი დეკორატიულ-გამოყენებით ნივთებს.
დღესდღეისობით, დაინტერესებული ვარ ტექსტილის ხელოვნებით, კერძოდ, ქვილთის ტექნიკით.“

ნამუშევრები

„ნატურმორტი“, 75x58სმ, ქვილთი, ფაქტურული ქსოვილი, 2022

„ოქროს თევზი“, 70x55სმ, ქვილთი, ფაქტურული ქსოვილი, 2022

„წითელი კარი“, 70x71სმ, ქვილთი, ფაქტურული ქსოვილი, 2022

„ნატურმორტი“, 50x40სმ, ქსოვილი, ქვილთი, 2019

„ნატურმორტი“, 50x40სმ, ქსოვილი, ქვილთი, 2019

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი, სადოქტორო ხარისხი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის მიმართულებით; ასოცირებული პროფესორი, თსს აკადემია, მედია ხელოვნების ფაკულტეტი