ხელოვანის პორტრეტი
„ყველაზე საინტერესო გზას შენი სათქმელის გადმოსაცემად, სწორედ ხელოვნება გაძლევს, რადგან ხელოვნებისკენ მიმავალი გზა არ არის მხოლოდ ერთი ან თუნდაც უამრავი, ხელოვნება გაძლევს საშვალებას თავად შექმნა გზა. პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ. ამიტომაც, კარგად მესმის, რამდენად დიდი ძალა აქვს ხელოვნების მეშვეობით ადამიანებთან კომუნიკაციას. მნიშვნელობა არა აქვს, ეს უბრალოდ, კონკრეტული სეგმენტისთვის განკუთვნილი პოსტი იქნება თუ ინსტალაცია, რადგან ჩემი ინტერესი ხელოვნების მიმართ არ წარმოადგენს მხოლოდ პროფესიულ შეხედულებებს. გრაფიკული დიზაინის გარდა დაინტერესებული ვარ ფერწერით, ფოტოგრაფიიით და ინსტალაციებით. ხელოვნება არა მარტო საზოგადოებისთვის მესიჯის მიწოდებაში გეხმარება, არამედ, გაძლევს თვითგამოხატვის საშუალებასაც. ამიტომაც, ჩემთვის მსგავს კონკურსში მონაწილეობა საკმაოდ მნიშვნელოვანია.“