0%

ელენე ტურაშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„მე ვარ miniaTura მხატვარ-დიზაინერი. ბავშვობიდან მოყოლებული ხატვით ან ე.წ. “ჩხირკედელაობით” ვარ გატაცებული. საკუთარი თავი ხატვის არაერთ ტექნიკაში ვცადე, სანამ არ აღმოვაჩინე ე.წ. line art-ის სტილის მხატვრობა. მას შემდეგ ამ ტექნიკას ვიყენებ ჩემს ნამუშევრებში და ვცდილობ მარტივი მონახაზით გადმოვცე ჩემი სათქმელი. მე miniaTura ვარ და ჩემს ნახატებს miniaTur-ები ქვია. მოგვიანებით, miniaTur-ებმა ფურცლიდან კედელზე გადაინაცვლეს და დღეს, თბილისის კედლებზეც შეხვდებით ჩემს ნახატებს. პორტრეტისტი მხატვარი ვარ და miniaTur-ები შესაბამისად, ძირითადად, პორტრეტები ან ადამიანის ფიგურებია, იშვიათად ვიყენებ სხვა ობიექტებს. პროფესიით დიზაინერი ვარ, ვქმნი ხელნაკეთ სამკაულებსა და დეკორაციებს. ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები სწორად გამოვიყენო და ჩემს ფანტაზიას დიდი გასაქანი მივცე. ბედს ხელოვნების სხვადასხვა სფეროშიც სიამოვნებით ვცდი ხოლმე, -ფერწერა, ფოტოგრაფია, ვიდეო-არტი, ბოდი-არტი, ლენდ-არტი, სტენსილის ტექნიკა, გრაფიკა, ფოტოშოფი მოყვარულის დონეზე. ვსწავლობ კერვას, ქსოვას, ქსოვილისა და ტყავის დამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიებს.“

ნამუშევრები

„ყველა თავისი სათვალიდან უყურებს ცხოვრებას“, ქაღალდი, ტუში, 29X21, 2019

„ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ქაღალდი, ტუში, 21X15, ქაღ. ტუში, 2019

„ქარი“, ქაღალდი, ტუში, 21X29, 2020

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, დიზაინის ფაკულტეტი, მინის დიზაინისა და მოდის დიზაინის მიმართულებები