ხელოვანის პორტრეტი
„ჩემი დიდი სიყვარული ხელოვნებაა, განსაკუთრებით, აკვარელი. სანამ ფუნჯის ხელში ჭერა შემიძლია, დავხატავ და სანამ ცოცხალი ვარ, ხატვას ვისწავლი. აკვარელის ტექნიკის უფრო ღრმა შესწავლა დაახლოებით 13 წლის წინ დავიწყე, დიდი ავსტრალიელი მხატვრის ჯუდი პომროის ხელმძღვანელობით. ჩემი ნამუშევრები ბევრ საერთაშორისო და სამამულო გამოფენაში მონაწილეობდა, დაჯილდოვებულიც ვიყავი. ბოლო 13 წლის განმავლობაში ყოველწლიურად რამდენიმე შემოქმედებით ბანაკშიც ვიყავი“.