ხელოვანის პორტრეტი
„ჩემს ცხოვრებაში, ხელოვნება ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს პროფესიად მექცია… სწორედ ამ ფორმით გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებებსა თუ ემოციებს კონკრეტული თემების მიმართ. ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაცაა… თანმდევი სირთულეები და მათთან გამკლავება არ არის მარტივი. თუმცა, ეს ამ პროფესიის ნაწილია და ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალ უნარებს გძენს, გზრდის მხატვარს და ძალიან მნიშვნელოვანია. განვითარება ამ პროფესიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ამიტომაც, ვცდილობ ყოველდღე ვიმუშავო საკუთარ თავზე და აღმოვაჩინო ახალ-ახალი საინტერესო თემები, ტექნიკა, უნარები.“
პროფესიული გამოცდილება
თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულება