0%

თამარი ინწკირველი

ხელოვანის პორტრეტი

„ვცდილობ, პროფესიულად დავიმკვიდრო თავი კრეატიულ მიმართულებაში. ციფრულ ხელოვნებასთან ბოლომდე ვერ ვმეგობრობ, მაგრამ ვცდილობ, გავაერთიანო დაზგურ მედიუმებთან. ნახატების შთაგონებისთვის ჩემს წარსულში მიყვარს ქექვა, წარმოდგენა, -თუ რას შევცვლიდი, ამის მიხედვით მაგონდება ხოლმე პეიზაჟები და პორტრეტები. იდეაში, სასურველი რეალობით ვანაცვლებ ფაქტებს ჩემს გონებაში. განმარტოებაც ძალიან მიყვარს და თუ შესაძლებელია, დაკვეთასაც იზოლირებულ სივრცეში ვასრულებ. ბოლო დროს განსაკუთრებით შემიყვარდა ქაღალდზე მუშაობა აკვარელით, ფანქრით, მელნით. ხშირად, ჩემი ჩანახატი უფრო მომწონს, ვიდრე დასრულებული ნამუშევარი. ვცდილობ ხოლმე, საკუთარი ნაკვთები ჩავაქსოვო ჩემს “სასურველ” პერსონაჟებს.“

ნამუშევრები

„ხედი ნადირობისას“, ქაღალდი, ფანქარი, მელანი, აკვარელი, მარკერი, 29X21, 2020

„იმედი“, ქაღალდი, ფანქარი, მელანი, აკვარელი, მარკერი, 29X21, 2023

„ავტოპორტრეტი“, ქაღალდი, ფანქარი, 29X21, 2023

პროფესიული გამოცდილება

ილიაუნი, დაზგური და კომპიუტერული გრაფიკის ბაკალავრი