
ხელოვანის პორტრეტი
„რთულია საკუთარ თავზე საუბარი. მე ჩემს თავს მწერლად მოვიაზრებდი, მაგრამ 90-იან წლებში მშობლები წყვეტდნენ მომავალში ვინ იქნებოდი. ხატვის ნიჭი მქონდა. ამიტომ, გადაწყდა აკადემიისთვის მოვემზადებინე. ასე აღმოვჩნდი ქსოვილების ფაკულტეტზე. მე გრაფიკა მინდოდა, მაგრამ ერთმა „კეთილმა მრჩეველმა“ მშობლებს ურჩია, – ქალისთვის ქსოვილები იდეალურიაო. დიდხანს მქონდა პროტესტი, მაგრამ ფაკულტეტის შეცვლა ვერ გადავწყვიტე. ჩემი ქსოვილთან ურთიერთობა ასპირანტურის დამთავრებისთანავე დასრულდა. შემდეგ, დიდი პაუზა მქონდა. არც მხატვრად ვთვლიდი თავს, არც არაფრად… 20-წლიანი პაუზის შემდეგ დავსაქმდი მხატვრად და თითქოს გავცოცხლდი. ვხატავ რეალისტურ პორტრეტებს. პერსონალური გამოფენა არ მქონია. ალაგ-ალაგ – ჯგუფური. სულ ეს არის… ცოცხალი მხატვარი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი არ არის, ეს მაინც ბედნიერებაა.“