0%

თეონა თოლორაია

ხელოვანის პორტრეტი

„დავიბადე თბილისში, საქართველოში, 1989 წელს. იმ წელს, როდესაც ჩემი ქვეყანა ჩაერთო ბრძოლაში 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმისგან დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ხალხისთვის. მომენტი, როცა გონებას ათავისუფლებ ზეწოლისგან და იწყებ გონივრულად და დამოუკიდებლად აზროვნებას. იმ წლების შთაბეჭდილებები და ემოციები თავში მიტრიალებდა.
მინდოდა შემექმნა ნახატების სერია, რომელიც ასახავდა ადამიანების ცხოვრებას და მათ გარემოს. რა სევდა აწუხებს დამოუკიდებელ ადამიანს, რომელიც თავისთავად ტოვებს ახალი ცხოვრების გამოწვევებს, სადაც პასუხისმგებელია საკუთარ აწმყოზე და მომავალზე, მისი არჩევანისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე.
ამ გრძნობას ეთნიკურობა არ აქვს და ყველასთვის ნაცნობია.
მე შევიმუშავე ხატვის განსხვავებული ტექნიკა, რომელიც აერთიანებს ფერწერას და ილუსტრაციას.
ჩემთვის შემოქმედებითი პროცესი ჰგავს არქეოლოგიური არტეფაქტის მრავალსაუკუნოვანი ნალექისგან გაწმენდას: მტვრის ფრთხილად და თანმიმდევრულად მოცილებას, როდესაც საბოლოოდ ობიექტი იჩენს თავს მთელი თავისი დიდებითა და თავისუფლებით. მე ვიტყოდი, რომ ჩემი ნახატები ამგვარ თავისუფლებას ატარებენ და ავლენენ ადამიანურ მწუხარებას იმით, რომ გვიყვებიან სამყაროსთან სიმყუდროვის წყურვილისა და ჰარმონიის შესახებ.“

ნამუშევრები

„სამშობლო“, ქაღალდი, ზეთოვანი პასტელი, კალამი, 29,7X21

„თავისუფალი ნება“, ქაღალდი, ზეთოვანი პასტელი, კალამი, 29,7X21

„ოკუპაცია“, ქაღალდი, ზეთოვანი პასტელი, კალამი, 29,7X21

პროფესიული გამოცდილება

ილიაუნი, ბიზნესის ადმინისტრირება