ხელოვანის პორტრეტი
„სამხატვრო კარიერის დაწყებამდე ვმუშაობდი ხატვის პედაგოგად, ინტერიერისა და აქსესუარების დიზაინერად. გარკვეულ პერიოდში სტამბაში მომიწია მუშაობა, რაც ჩემი ბოლო წლების შემოქმედებაზეც აისახა, – ნამუშევრებში უმეტესად პოლიგრაფიულ მასალებს ვიყენებ, დაზგაში გატარებულ ალუმინის საბეჭდ ფორმებს და პოლიგრაფიულ საღებავებს, რაც აკადემიაში ნასწავლი ოფორტისა და ლითოგრაფიის ერთგვარი ნოსტალგიაა. შავ-თეთრი გრაფიკული კომპოზიციების სერიაში გამოყენებულია ქაღალდი, პოლიეთილენი და შავი პოლიგრაფიული საღებავი.“
პროფესიული გამოცდილება
ი. ნიკოლაძეს სახ. სამხატვრო სასწავლებელი; თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება, დაზგური გრაფიკის სახელოსნო