0%

თინათინ ხასია

ხელოვანის პორტრეტი

„მიუხედავად ჩემი სურვილისა, არც ჩემი სამუშაო გამოცდილება და არც განათლება არ უკავშირდება ხელოვნებას. ბავშვობიდან მოყოლებული, დაინტერესებული ვარ ხელოვნებით და ამ პერიოდის მანძილზე ვცადე თიხაზე მუშაობა, სანთლების და სამკაულების დამზადება, ქარგვა და ქსოვა. თუმცა, ყველაზე დიდ სიამოვნებას დღემდე ხატვა მანიჭებს. ვცდილობ, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გამოვნახო დრო ხატვისთვის. ვფიქრობ, ჩემთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო, საინტერესო და მრავალფეროვანი გზაა ემოციების, ფიქრების და ზოგჯერ სიზმრების გადმოსაცემად. ჩემი ნახატები ხშირად უსათაუროა. რადგან თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს ჩემს შემოქმედებას, შესაბამისად, მე ერთგვარ თავისუფლებას ვაძლევ ყველა მნახველს, თავად მოუფიქროს სახელი და შინაარსი.“

 

 

ნამუშევრები

„საწყისი“, 45x31სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2020