ხელოვანის პორტრეტი
„მხატვრობა ჩემთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ფერსა და განათებას ვანიჭებ. მიმაჩნია, რომ ფერს ადამიანის სულსა და გონებაზე უძლიერესი გავლენა აქვს, ისევე, როგორც მუსიკას. ამიტომ მომწონს იმპრესიონიზმი, თუმცა, ჩემს შემოქმედებას წმინდა იმპრესიონისტულს ვერ დავარქმევდი. ფასეულია ფორმა და შინაარსიც. ვმუშაობ ზეთში, აკრილში, პასტელში და აკვარელში. აკვარელი ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია.სწორედ ამ მასალაში გამოჩნდება ხოლმე, რამდენად ვირტუოზია მხატვარი; რამდენად რთულია, ფუნჯის ერთი მოსმით ან გაანადგურო ნამუშევარი ან სრულყოფილებას მიუახლოვდე! თუნდაც, ერთი ნაბიჯით… მჯერა, რომ სილამაზე და ხელოვნება, მართლაც გადაარჩენს კაცობრიობას.“
პროფესიული გამოცდილება
თსს აკადემია