0%

ლალი გამგებელი

ხელოვანის პორტრეტი

„რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდან ვხატავ. ჩემი ინსპირაციაა გემოვნებიანი მუსიკა და ხელოვნება. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ახალი ადამიანების, ახალი კულტურის, ახალი ქვეყნების გაცნობა. ძალიან მიყვარს ბუნება, განსაკუთრებით, ოქტომბერი და აპრილი. ასევე, – თოვლიანი მთები ზამთარში. ჩემს ცხოვრებაში იყო ურთულესი ეტაპი, რამაც საოცრად გამაძლიერა და უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება დამიტოვა. ბანალური ვირუსული ინფექციისგან უეცრად დაიწყო გართულება და დამიზიანდა ზურგის ტვინი, სრულიად დავკარგე სიარულის უნარი, ძალიან ახლოს ვიყავი სიკვდილთან. ყველაფერი დავიწყე ნულიდან. ფანჯრებს მიღმა დარჩა სამყარო და ვგრძნობდი, რომ ახალი სამყარო ჩემში უნდა აღმომეჩინა. თავიდან ვისწავლე სიარულიც. საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი და მე სრულიად სხვაგვარად გავაცნობიერე და დავაფასე ის სამყარო, რაც ადამიანს აძლევს უნარს, თქვას: ცხოვრება მშვენიერია! დააფასეთ საყვარელი ადამიანები და ყოველი გათენებული დღე, რასაც სამყარო გვჩუქნის. ეს ჩემი ცხოვრების დევიზი გახდა.“

ნამუშევრები

,,პეიზაჟი მავთულხლართებთან“, ქაღალდი, შერ. ტექ. 31X43, 2022

„შემოდგომის პეიზაჟი“, ქაღალდი, აკვარელი, 21X29,7, 2022

,,ძველი თბილისი“, ქაღალდი, აკვარელი, ტუში, 29,5X21, 2023

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, დეკორატიული-გამოყენებით ხელოვნების ფაკულტეტი, ინტერიერის დიზაინერის მიმართულება