ხელოვანის პორტრეტი
„მიყვარს ხელოვნება. განსაკუთრებით, ხატვა, სადაც გამოვარჩევ დაზგურ ფერწერას ყველა თავისი ჟანრით.
ხატვა სკოლის ასაკიდან დავიწყე და დღემდე ახლის შესწავლისა და განვითარების პროცესში ვარ. ვერ გეტყვით, რა იყო ჩემი შთაგონების პირველი წყარო, თუმცა, ვფიქრობ, მთავარი შემოქმედებითი აღქმაა, რაც ბუნებრივად შთაგაგონებს. ჩემთვის, ნამუშევარი შინაგანი სამყაროს გამოძახილია და სასიამოვნოა, როცა შემიძლია საკუთარი თავი ასე გამოვხატო. ნახატებში ყოველთვის აისახება თემები, რაზეც უფიქრია, რაც განუცდია და რაც ხმამაღლა ვერ უთქვამს. ეს შემოქმედებითი ცხოვრებაა. შემოქმედის ცხოვრება კი შესაძლებლობაა, განსხვავებულად შეხედო სამყაროს, – შენი ხედვა, შენი ემოცია ხილული გახადო ტილოზე და გაუზიარო ასობით ადამიანს.
ჩემთვის ხატვის პროცესი არის იმ წუთით ტკბობა, როცა იცი, რომ ფერებით კვალს ტოვებ.“