ხელოვანის პორტრეტი
„შემოქმედებითი პროცესი დაახლოებით ფეხმძიმობას ჰგავს. ხან დიდხანს მიწევს ფეხმძიმობის სტადია, ხან კი, – პირიქით, ძალიან ცოტა ხანს. ხატვის პროცესში ბევრჯერ ვცვლი თავდაპირველ მონახაზს და საბოლოოდ ნამუშევარიც უფრო საინტერესო გამომდის. შემოქმედება ცოცხალი პროცესია და შთაგონებას ირგვლივ ყველაფრისგან ვიღებ. ხატვისას რეალური სამყაროდან აბსოლუტურად მოწყვეტილი ვარ, თითქოს დრო ჩერდება თითქოს. ასეთი შემთხვევა მქონდა, – 9 საათის განმავლობაში გადაბმულად მიხატია და მეგონა, რომ სულ რაღაც ერთი საათი გავიდა. ვმუშაობ სხვადასხვა მასალაში.“
პროფესიული გამოცდილება
თსს აკადემია, დიზაინის ფაკულტეტი, მხატვრული კერამიკის მიმართულება