0%

მარიამ ვარდოშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„ჩემს მომავალ საქმეზე ფიქრისას, მივხვდი, რომ არცერთი პროფესია არ მიმიზიდავდა ისე, როგორც ილუსტრატორობა. და იმის მიუხედავად, რომ ხატვის გამოცდილობა არ მქონდა, მაინც გადავწყვიტე ამერჩია ის პროფესია, რისთვის შრომას არ ვინანებდი. არც ვნანობ! უნივერსიტეტისა და თავდაუზოგავი ლექტორების დახმარებით, მხოლოდ წელიწადნახევარში, საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე. გავეცანი დაზგურ გრაფიკას, რაც ძალიან შემიყვარდა. მთლიანი პროცესი, ჩანახატების გაკეთებიდან დაბეჭვდამდე, ახალი მასალის შესწავლა და მათი გამოცდა ჩემთვის უზომოდ სასიამოვნო და ძალიან საინტერესო გახდა. ჯერ კიდევ დიდი და რთული გზა მაქვს გასავლელი იმასათვის რომ პროფესიონალი გავხდე, მაგრამ ვთვლი, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა, ჩემი მიზნის მიღწევისაკენ კიდევ ერთი, სწორად გადადგმული ნაბიჯია.“

ნამუშევრები

„ნუმერო უნო", ლინოგრავიურა, 29,7X21, 2022

„B&M“, ლინოგრავიურა, 29,7X21, 2022

პროფესიული გამოცდილება

ილიაუნი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი