ხელოვანის პორტრეტი
„მინდა ვიყო მხატვარი… თუმცა, ძნელია, ხელოვნების სფეროში მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირდე, რადგან იგი მოიცავს ცხოვრებისეული გამოცდილების ჩადებას შენს საქმეში. ჩემი აზრით, ჩემს ნახატებში ყოვეთვის აისახება თემები, რაზეც ფიქრი მიწევს. ამავდროულად, მჭიდრო კავშირი მაქვს მუსიკასა და ლიტერატურასთან. მიყვარს, როცა მეგობრებს ვუკითხავ რაიმე წიგნს და ერთად განვიხილავთ მას. ეს ყველაფერი თითქოს ხელოვანის აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც ანვითარებს შენს ფანტაზიას. მუდამ ვზრუნავ პიროვნულ ზრდაზე, რადგან თუ ვჩერდები ჩემი გონებაც დუნდება და ყველაფერს გარშემო აზრი ეკარგება. ვფიქრობ, მიზანდასახულობა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისებაა, რომლის გარეშეც მგონია, არავინ არ ვიქნებოდი…“