0%

მარი რუაძე

ხელოვანის პორტრეტი

„პატარა ადამიანი ხელოვნებისადმი დიდი ინტერესით. ხატვასთან ერთად მიყვარს მუსიკა, ფოტოგრაფია, მოდა და ხალხი, რადგან ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანშია ხელოვნების რაღაც ნაპერწკალი, ერთი შეხედვით უბრალო ადამიანებშიც კი! მიზიდავს ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, რადგან მათში, ყოველთვის, რაღაც არაჩვეულებრივს ვხედავ. ვფიქრობ, ხელოვანი ერთგვარი შუამავალია ზეციურ სამყაროსა და დედამიწას შორის, ამიტომ, ვცდილობ, გრძნობები, რომლებსაც სიტყვით ვერ გადმოვცემ, ფერებითა და სხვადასხვა ტექნიკით მივაწოდო ხალხს. ამაში ჩემი შინაგანი ბუნებაც მეხმარება, რომელიც მეტად სენსიტიურია. მართალია, ეს არც ისე მარტივია, მაგრამ ჩემი ეს თვისება მაძლევს საშუალებას გავუგო ადამიანებს და ჩემი ნამუშევრებით მათ გულებსაც შევეხო. წამის მეასედით მაინც…“

ნამუშევრები

„მოტივტივე ფიქრი", ქაღალდი, აკვარელი, გუაში, 27X27, 2023