ხელოვანის პორტრეტი
“მე ვარ ნატალია… ჩემს ცხოვრებაში არაერთი საინტერესო საქმე მიკეთებია. მაგალითად: შვილების აღზრდა, ლექტორობა, წიგნების თარგმნა, საბავშვო წიგნების წერა, ტრენერობა, და ახლა უკვე ხატვა 🙂 ცოტა ხნის წინ პირველად ავიღე ფუნჯი ხელში და აღმოვაჩინე, რომ ხატვის პროცესი უზარმაზარ სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებს, იმედია, ეს ემოციები ჩემი ნახატებიდანაც იგრძნობა.”