ხელოვანის პორტრეტი
„ვამაყობ ჩემი ორი შვილით. არასოდეს მივლია ხატვაზე. მთელ ჩემს თავისუფალ დროს სამსახურის მერე, ვუთმობ ოჯახს და ბავშვებს. როდესაც 2020 წლის გაზაფხულზე საქართველოში კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა და სამსახურში ვეღარ დავდიოდი, გართობის და სტრესის მოხსნის მიზნით ვცადე დამეხატა. ჩემი ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, ბავშვები აღფრთოვანებული დარჩნენ ჩემი ნამუშევრებით, რამაც უფრო გამახალისა და მეტი სილამაზის შექმნის სურვილი გამიჩინა. ჩემი პროფესიაც სწორედ მაგას ემსახურება, მეტი ლამაზი სახე და ე.წ. ჰოლივუდური ღიმილი. ამ პროექტში მონაწილეობისკენ მეუღლემ მიბიძგა.”