0%

ნინო არმაზაშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„სკოლის ასაკიდან გამორჩეულად მიყვარდა მხატვრობა და სწორედ ამან განაპირობა, რომ ბავშვობისდროინდელი გატაცება ძირითად საქმიანობად ავირჩიე. ბევრი არ მიფიქრია, უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა ავირჩიე. სწავლებისაგან დიდი სიამოვნება მივიღე, რადგან საშუალება მქონდა, მხატვრობასთან ერთად სხვა ჰუმანიტარულ დისციპლინებსაც გავცნობოდი. ვინაიდან, უწყვეტი განათლება მეტად მნიშვნელოვანია პროფესიული უნარების გასავითარებლად, სწავლის დასრულების შემდეგაც მუდმივად ვცდილობ გავიღრმავო თეორიული, ესთეტიკური თუ ტექნიკური ცოდნა, გავზარდო ჩემი შემოქმედებითი უნარები. მომავლთან დაკავშირებით სულ ვფიქრობ: როგორ ვისარგებლო და ვასარგებლო სხვა უკეთ, მიღებული გამოცდილებით ჩემს ქვეყანაში?! რით შემიძლია წვლილი შევიტანო სამოქალაქო საზოგადოების იმ გარემოს განვითარებაში, რომელშიც ვცხოვრობ?“. მინდა, ჩემი ნამუშევრებით, რეციპიენტამდე მივიტანო ჩემი სათქმელი. როგორც ხელოვანი, თავს ვარიდებ კონკრეტულ მასალასთან, ტექნიკასთან თუ მხატვრულ სტილთან მჭიდრო მიბმას. ვთვლი, რომ მუდმივი ძიება და ექსპერიმენტები განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. პირადად ჩემთვის,ეს პროცესი სიცოცხლესთან, მუდმივ განახლებასთან იგივდება და ხელოვნებას ყველაზე მთავარს – სულიერებას უნარჩუნებს.“

ნამუშევრები

,,წიგნის ჭია“, ქაღალდი, ფანქარი, ნახშირი, 31X21, 2022

,,ჩახლართული“, ქაღალდი, აკრილი, 62X85, 2022

,,კარგი მსმელი“, ქაღალდი, აკრილი, 42X30, 2021

პროფესიული გამოცდილება

ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახვითი ხელოვნების მიმართულება