ხელოვანის პორტრეტი
„საზოგადოებრივი საქმიანობისა და მხატვრობის პარალელურად, როგორც ხელოვანს, ყოველთვის მიტაცებდა მრავალფეროვნება და ახალი მედიები. ვმუშაობდი სხვადასხვა ნაკეთობებზე პოლიმერული თიხაში, ხელნაკეთ სამკაულებზე, გატაცებული ვიყავი ქვილთით.
პანდემიის დროს, თოჯინებისა და საახალწლო დეკორაციების კეთება დავიწყე. ნელ-ნელა ოსტატობა დავხვეწე და ჩემი ნამუშევრებით ვმონაწილეობდი კიდეც, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის და პროგრამის USAID YES-Georgia ფარგლებში მეწარმე ქალთა მხარდამჭერ არაერთ გამოფენა-გაყიდვაში.“