0%

ნინო ფერაძე

ხელოვანის პორტრეტი

„რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ და ეს ბავშვობის საყვარელი საქმიანობა ჩემთვის, უკვე ცხოვრების წესი გახდა. ამის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიურობა. თემა და საგანი, რაც აისახება ჩემს ნახატებში გამომდინარეობს ჩემი პირადი განცდებიდან, წაკითხულის, ნანახის, შთაბეჭდილებების გააზრებიდან. ჩემს თავს ვთვლი ემოციის მხატვრად. ნახატის ფერი, ხაზი, კოლორიტი დამოკიდებულია იმ განწყობაზე, რასაც ესა თუ ის თემა იწვევს ჩემში. ჩემთვის საინტერესოა, გადმოვცე დადებითი ემოცია ვინაიდან, ვფიქრობ, დღევანდელი ცხოვრება ყველგან მძიმეა, რთული და არ მსურს, სიმძიმე დავამატო მნახველსაც და ჩემს თავსაც, პირიქით! ვფიქრობ, ხელოვნებამ უნდა გაახალისოს და გაამსუბუქოს ადამიანების ცხოვრება, მისცეს დადებითი ემოცია. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ბედნიერი ვარ იმით, რომ პროფესიის არჩევისას სწორი არჩევანი გავაკეთე და ამ საქმეს მოვკიდე ხელი.“

ნამუშევრები

,,ცისფერთვალება სახლი”, ქაღალდი, აკვარელი, აკრილი, 41X52, 2017

,,მეგობრების გასეირნება”, ქაღალდი, ფანქარი, აკრილი, 55X55, 2018

,,9 მთვარე”, ქაღალდი, აკვარელი, აკრილი, - 75X84, 2018

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, დაზგური გრაფიკის მიმართულება; საერთაშორისო სახელოსნოები, პლენერები და ვორქშოფები