0%

რუსუდან შაყულაშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„მიყვარს კითხვა, მოგზაურობა, თავისუფალ დროს მთაში სალაშქროდ დავდივარ. ბოლო წლებში კერამიკით დავინტერესდი და შემსწავლელი კურსებიც გავიარე. ძალიან მიყვარს თიხაზე მუშაობა, – მეხმარება ჩემი განწყობის გამოსახვაში. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურია და არ გავს ერთმანეთს. ვცდილობ ხოლმე, ფუნქციურის გარდა, ესთეტურიც იყოს. ქმნიდეს სასიამოვნო განწყობას ინტერიერში, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მინდა, მქონდეს შესაძლებლობა და პირობები, რათა მეტი ნამუშევარი გავაკეთო, შევძლო მათი რეალიზაცია და გავუუმჯობესო განწყობა იმ ადამიანებს, ვისთანაც ჩემი ნივთები მოხვდება.“

ნამუშევრები

„ლარნაკი”, 23x20სმ, თეთრი თიხა, ჭიქურქვედა საღებავი, 2022

„ნაძვისხე”, 17x13სმ, თეთრი თიხა, ჭიქურქვედა საღებავი, 2021

„თეფში“, D22სმ, თეთრი თიხა, ჭიქურქვედა საღებავი, 2021

„ლარნაკი“, 16x15სმ, თეთრი თიხა, ჭიქურქვედა საღებავი, 2022

„ქალის სახე“, 17x20სმ, თეთრი თიხა, ჭიქურქვედა საღებავი, 2022

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, ინტერიერ-დიზაინერი.