0%

რუსუდან წიგნაძე

ხელოვანის პორტრეტი

„ე.წ. workaholic გახლავართ. იმდენად შეიძლება ჩამითრიოს საქმემ, რომ ჭამაც კი დამავიწყდეს.
საყვარელი საქმის კეთება და ახალ-ახალი გამოცდილების მიღება მიყვარს. მაქსიმალურად ვცდილობ, პრაქტიკასთან ერთად, თეორიულ განათლებასაც დიდი დრო დავუთმო. ფრილენსად მუშაობის პერალელურად ვსწავლობდი სხვადასხვა ტიპის პროგრამას, ვკითხულობდი წიგნებს ხატვის შესახებ, ვტესტავდი განსხვავებულ სტილს როგორც ხატვაში, ასევე, ციფრულ ხელოვნებაშიც.
ამ პერიოდის განმავლობაში ჩავაბარე და დავასრულე უნივერსიტეტიც და ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი ტემპით მიმდინარეობს, როგორიც იყო, მენდომებოდა და მსურს. არ მაქვს დასვენების სურვილი, უბრალოდ, ჩემი საქმე უზომოდ მიყვარს. ეს იგივეა, ვიღაც ძალიან მაგრად გიყვარდეს და ყოველ წამს მისი ნახვა გსურდეს.
მინდა, ცხოვრებაში არაფერი სერიოზული პრობლემა არ შემექმნას, ისეთი, რაც საქმის კეთებაში ხელს შემიშლის, მაგრამ მაინც ალბათ ბოლომდე ვიბრძოლებ.“

ნამუშევრები

„სახეშეცვლილი“, ქაღალდი, ტუში, გუაში, აკრილი, 42X30, 2023

„გამჭვირვალობა", ქაღალდი, ტუში, გუაში, აკრილი, 42X30, 2023

„გარდაუვალი“, ქაღალდი, ტუში, გუაში, აკრილი, 42X30, 2023

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, ციფრული მედიის ფაკულტეტი