ხელოვანის პორტრეტი
„სფეროში თავდაპირველი ნაბიჯები GIPA-ში სწავლის დროს გადავდგი, სადაც ფოტოშოფი და ილუსტრატორი ვისწავლე. ჰობის დონეზე ვცდილობდი ილუსტრაციების კეთებას და მეგობრებს ვხატავდი. რაღაც ეტაპზე იმდენად გავრცელდა ეს ილუსტრაციები, რომ სტარტაპის სახე მივეცი და ასე შეიქმნა “მორიარტი” მეგობართან ერთად, სადაც ფოტოებიდან ადამიანებს ვხატავდით და ხალხს ორიგინალურ საჩუქარს ვთავაზობდით.
მოგვიანებით, მთლიანი კარიერა ამ მიმართულებით გავაგრძელე. ჩემი პირველი სამსახური “სულაკაურის გამომცემლობა” იყო, სადაც სოც. მედიისა და ყდების დიზაინს ვაკეთებდი. მოგვიანებით იყო სარეკლამო კომპანია “მაკენ თბილისი”. შემდეგ კი, რამდენიმეწლიანი ფრილანსერობის ეტაპიდან, კვლავ სარეკლამო ინდუსტრიას დავუბრუნდი და ამჟამად ვმუშაობ “ვინდფორსში”, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.“
პროფესიული გამოცდილება
ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგია;
GIPA – კომუნიკაციის სტრატეგია და რეკლამა;