0%

სოფო სარქისიანი

ხელოვანის პორტრეტი

„ჩემი ინტერესი ხელოვნებისადმი ღრმა ბავშვობიდან გაღვივდა. ეს ხატვის პირველი პედაგოგის დამსახურებაა. დიზაინერობაზე ვოცნებობდი და გონებაში წამითაც არ გამივლია ის აზრი, რომ სხვა მიმართულებით შემეძლო გზის გაგრძელება. პროფესიული განვითარების მიზნით სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გავაგრძელე ხელოვნების მიმართულებით. ჩაბარებისთანავე მივხვდი, რომ შედარებით მწირი ცოდნა მქონდა და უამრავი საინტერესო რამ უნდა მესწავლა. დღეს, ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით და თავი სხვა სფეროში ვერც კი წარმომიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, მომავალში რა თავგადასავლები მელის, ვთვლი, რომ ჩემი ეს ნაბიჯი მყარი და ურყევია.“

ნამუშევრები

"ფანჯრის რაფა", 297 × 420 მმ , მუყაო, ცვილის საღებბავი,2023

"შავი უბანი", 297 × 420 მმ, მუყაო, ცვილის საღებბავი, 2023

"თავისუფლება", 297 × 420 მმ, მუყაო, ცვილის საღებბავი, 2023

პროფესიული გამოცდილება

ილიაუნი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, კომპიუტერული დიზაინისა და დაზგური გრაფიკის მიმართულებები