0%

ფიდან ნაზიმ ყიზი

ხელოვანის პორტრეტი

„ვარ ფოტოგრაფი. მთავარი, რისი მიღწევაც მინდა ფოტოგრაფიის დახმარებით, წარუშლელი მოგონებების შეგროვებაა და ყველაზე მთავარი – ჩვენი ცხოვრების სასიამოვნო მომენტების აღბეჭდვა. მინდა შევძლო, ჩემს ნამუშევრებში გადმოვცე წარსულის გულწრფელი გრძნობები. ამიტომ, ვსწავლობ ბეჭდვის ძველ, ალტერნატიულ მეთოდებს და ვბეჭდავ ჩემს ლაბორატორიაში. ასევე, ვაკეთებ დაძველებულ ხელნაკეთ ამონაბეჭდებს ვინტაჟურ ქაღალდზე. ციანოტიპის ფოტოგრაფიას ძალიან ღრმა ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. მე შემიძლია ვიცხოვრო საკუთარ სამყაროში ციანოტიპის ფოტოებით. ისინი ჩემს სიზმრებს მაგონებენ, ჩემი ფანტაზიების სამყაროს… მიყვარს, როცა ამ სამყაროს ვუზიარებ ადამიანებს.
ნამუშევრები, რომლებიც წარმოვადგინე, ციანოტიპის სერიიდანაა. ჩემთვის სიძველე სხვადასხვა ფერისა და ემოციების გამოსახვაა. მიზეზი, რის გამოც ეს მეთოდი გამოვიყენე, ჩემი ძიებები იყო. ძალიან მსიამოვნებს თითოეულ ფოტოზე დახარჯული დრო, როცა ჩემს თვალწინ იბადება ახალი გამოსახულება. ჩემი პატარა სახლის ლაბორატორია, ჩემი ფოტოგრაფიის სამყაროს ბაღია. ამ ბაღს შორს, წარსულში მივყავარ. ყოველთვის ვიკვლევ კლასიკური ფოტოგრაფების ცხოვრებას და ფოტოებს. მესმის, რომ თითოეული მათგანი ძალიან განსხვავებულია. ვფიქრობ, ეს არის მთავარი პირობა – ჩვენი ფიქრები და გრძნობები ფოტოებს უნდა მივაწეროთ. ალბათ, ამ მიზეზების გამო არ მომწონს ახალი ტექნოლოგია. კომფორტული და ხელმისაწვდომი ფოტოები ჩემგან შორსაა…“

ნამუშევრები

„სიჩუმე", ციანოტიპი, ალტერნატიული ბეჭდვის პროცესი ქიმიკატებით, 2022

„ჩრდილი", ციანოტიპი, ალტერნატიული ბეჭდვის პროცესი ქიმიკატებით, ტონირება, 2022

„შორს", ციანოტიპი, ალტერნატიული ბეჭდვის პროცესი ქიმიკატებით, 2022

პროფესიული გამოცდილება

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკისა და ინფორმაციის ბაკალავრი, მაგისტრი; სინათლისა და კომპოზიციის უნივერსიტეტი, დიპლომი ფოტოგრაფიის საფუძვლებში