0%

ქეთევან ანასოვი

ხელოვანის პორტრეტი

„ბავშვობაში ყველას აოცებდა ჩემი ხატვის ნიჭი. მე მიკვირდა, ცარიელ ფურცელზე ვხედავდი ნახატს, მას უბრალოდ კონტურს ვავლებდი და ვაფერადებდი. 6 წლის ასაკში შემიყვანეს ხატვაზე და აკადემიის დასრულებამდე, სრულად 17 წელი, ვიღებდი მხატვრულ განათლებას. საბოლოოდ კი, ისევ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე. ახლაც სწორედ ისევე ვხატავ, როგორც ბავშვობაში, – ცარიელ ფურცელზე ვხედავ ვიზუალს და ვაყოლებ მას, სხვებისთვის აღსაქმელს ვხდი. საერთოდ, ნაივურ ხედვებს ვანიჭებ უპირატესობას, მომწონს საზოგადო ცნობიერი როგორ აღწერს საკუთარ თავს ხელოვნებაში. შესაბამისი განათლება საშუალებას მაძლევს შორიდან აღვიქვა მიმდინარე მოვლენები, ქაოსის მაგივრად მთლიანობა დავინახო და ადამიანებს ის მივაწოდო რისი საჭიროებაც აქვთ. ჩემს ნამუშევრებზე არ ვსაუბრობ, ისინი დასრულების შემდეგ ჩემგან დამოუკიდებლად იწყებენ არსებობას სამყაროში. მიყვარს ადამიანების აზრის მოსმენა იმაზე, რასაც ვქმნი. ყოველთვის გახსნილი ვარ, მივიღო მათი ხედვა. არ მჯერა, რომ ნამუშევარს ორი აბზაცი ტექსტი უნდა ჰქონდეს მიწერილი სახელწოდებასთან ერთად, რომ ადამიანმა მისი გაგება შეძლოს. მე ნახატის შექმნისას გაუაზრებლად წერტილსაც არ ვსვამ. ყველა ფერს, ფაქტურას, ფორმას თუ ნივთს მნიშვნელობა აქვს. მთლიანობაში კი, ისინი რაიმე კონკრეტულ შეგრძნებას უკავშირდება. თუ ჩემი შემოქმედება თქვენში რაიმე ემოციას აღვიძებს ან თუნდაც რამდენიმე წამით მაინც გწყვეტთ აფორიაქებული სამყაროდან და გაბრუნებთ საკუთარ შეგრძნებებსა და აღქმებში, მე ვთვლი, რომ ეს სწორედ ის შედეგია, რისი მიღებაც მინდოდა.“

ნამუშევრები

„დააკვირდი მომენტს“, დაფერილი ქაღალდი, პასტელი, 30X21, 2021

„შხაპი", დაფერილი ქაღალდი, პასტელი, 21X14,6, 2022

„შემიძლია დაგიჭირო თუ ნებას მომცემ", ქაღალდი, პასტელი, 30X21, 2022

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ქანდაკების მიმართულება