0%

ქეთევან მეზურნიშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„მიყვარს ჩემი საქმე. ვხატავ, რაც თავი მახსოვს. სამომავლო პროფესიის არჩევისას ბევრი არ მიფიქრია. მინდოდა ის საქმე მეკეთებინა, რომელიც მიყვარს და ბედნიერს მხდის. თოიძის სამხატვრო სასწავლებლის წინ ვცხოვრობდი და სულ ვხედავდი სტუდენტებს, ნახატებით ხელში. ჩუმად ვიხედებოდი ხოლმე შენობის ფოიეში, აღფრთოვანებული ვათვალიერებდი მოხატულ კედლებს. მინდოდა ამ სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. ნებისმიერი შთაბეჭდილება გადამქონდა ფურცელზე. ასე იყო 9 აპრილის ღამეც… პატარა ვიყავი და სრულად ვერ გავიაზრე მაშინდელი ტრაგედიის სიმძაფრე, მაგრამ მაინც დავხატე სისხლისფერი წვიმა, რომელიც ჩვენს დროშას აწვიმდა. ასევე, ვწერ ლექსებს, ჩანახატებს, ზღაპრებს. ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ. ვმუშაობ მინანქარში, ბატიკაში. ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში საქართველოში და უცხოეთში. გამოიცა ჩემი პირველი ზღაპარი „ჟირაფუკა“, ჩემივე ილუსტრაციებით. მალე მეორე ზღაპრის პრეზენტაციაც იქნება. 2014 წლიდან ვხელმძღვანელობ საკუთარ „ქეთ არტ სტუდიოს“, ვმუშაობ ბავშვებთან. ვარ სამი შვილის დედა.“

ნამუშევრები

„კესანე“, ქაღალდი, აკვარელი, გუაში, 32X37, 2023

„ვარდობისთვე“, ქაღალდი, აკვარელი, 30X43, 2023

„ყაყაჩოსა სიწითლითა”, ქაღალდი, აკვარელი, 33X33, 2020

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, დიზაინის ფაკულტეტი, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების მიმართულება