0%

ქეთევან ხარატიშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„პროფესიით მხატვარი და მსახიობი ვარ. მიყვარს თეატრი და ათობით სპექტაკლი გავაფორმე სხვადასხვა თეატრში. ტუში და აკვარელი ჩემი სტიქიაა. ასევე, ვხატავ მეგობრულ შარჟებს. მიყვარს, როდესაც დადებითი ემოცია მოაქვს ჩემს ნახატებს. ვიყავი დამდგემლი მხატვარი: მარჯანიშვილის თეატრში, რუსთავის თეატრში, სამეფო უბნის თეატრში, ვაკის სარდაფში, თბილისის სომხურ თეატრში. გაფორმებული მაქვს რამოდენიმე წიგნი.ვმუშაობდი კარიკატურისტად 10-მდე გაზეთსა და ჟურნალში.“

ნამუშევრები

„ჯინი“, სერიიდან „ათას ერთი ღამე“, ქაღალდი, ტუში, აკვარელი, 42X29,7, 1995

„ქალი ქვიშაში“, კობო აბეს მიხედვით, სპექტაკლის დეკორაცია მარჯანიშვილის თეატრისთვის,, ქაღალდი, ტუში, 29,7X42, 2014

„სამი“, ქაღალდი, ტუში, 42X29,7, 2017

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, მულტიპლიკაციის მიმართულება