ხელოვანის პორტრეტი
„90-იან წლებში დავიწყე საავტორო თოჯინების და შემდგომ უკვე დაზგური ქანდაკების კეთება. მთავარი ჩანაფიქრი იყო, გაკეთებულიყო 3 დ ფერადი გრაფიკა, რომელიც თავის თავში მოიცავდა: პლასტიკას, ფერს, ხაზს, ფორმას, მრგვალ ქანდაკებას და თეატრს. ძირითად შემადგენელ მასალას, ტილო და თიხა წარმოადგენდა. ზემოდან იხატებოდა, ნებისმიერი საღებავით, რომელიც მოუხდებოდა კონკრეტულ ნამუშევარს. მთელი ჩემი გამოცდილება, ერთიანდებოდა თითოეულ ობიექტში, როგორც ტექნიკურად ასევე იდეურად.
საქართველოში და უცხოეთში არაერთი ჯგუფური თუ კერძო გამოფენის მონაწილე ვიყავი. სხვადასხვა დროს მყავდა მოწაფეები, რომელთაც ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას.“
პროფესიული გამოცდილება
თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, თეატრის მხატვრობა