ხელოვანის პორტრეტი
„დავიბადე თბილისში , მხატვრების ოჯახში, გავიზარდე მხატვრების და მოქანდაკეების გარემოცვაში ..ჩემთვის ეს გარემო არის სივრცე როგორც ასეთი, სიცოცხლის და ცხოვრებისათვის საჭირო და აუცილებელი ჰარმონია, ბალანსი, ერთგვარი იდეების კიდობანი ან ფაილების შესანახი უკიდეგანო ნეტსივრცე, სადაც შესაძლებლობა გეძლევა იმოგზაურო, ისწავლო, აღმოაჩინო, შექმნა, გაანადგურო, მართო…გიყვარდეს, გძულდეს, იპოვო ბედნიერება და თავისუფლება. ყოველი ახალი დღე იწყება წყურვილით, შექმნა ახალი ფანჯარა მუსიკისთვის, საკუთარი სიმბოლიკით, ცხოვრებისეული ფილოსოფიით, ისტორიით და მისცე უფლება იარსებოს, იცხოვროს შენგან დამოუკიდებლად და საკუთარი სიტყვა თქვას ნებისმიერ ინტერიერში. იყო მხატვარი, ჩემთვის ნიშნავს, ატარებდე შემოქმედს საკუთარი სხეულით და ამავე დროს, თავად იყო დიადი ბუნების პატარა შვილი…ჩემი კრედოა: იცხოვრე და აცხოვრე…ბედნიერება ხომ მხოლოდ შენშია…“