0%

ფულდენ ვისინჯერი

ხელოვანის პორტრეტი

„მე გავიზარდე 15 მილიონიან დიდებულ ქალაქ სტამბოლში, კოსმოპოლიტური დნობის ქვაბში. ჩემი მემკვიდრეობა ევრაზიული, ბიზანტიურ და სელჩუკ-ოსმალური კულტურების ნაზავია. ფართო გაგებით, ბიზანტია, კონსტანტინოპოლი და სტამბოლი მისტიკურ აღმოსავლეთსა და პრაგმატულ დასავლეთს აერთიანებს. მე, როგორც შერეული კულტურების ადამიანი, მოხიბლული ვარ სხვა კულტურებით, ისევე, როგორც ჩემი საკუთარით და გასაკვირიც არ არის, რომ ამგვარი მრავალფეროვნებით აღფრთოვანებულს კულტურათა და ადამიანთა ცხოვრების უნიკალური მრავალფეროვნების კიდევ მეტად გაცნობის დიდი სურვილი მაქვს. ჩემს ნამუშევრებში სწორედ ეს ლტოლვაა. მე ამას ვამჟღავნებ ურთიერთსაპირისპირო თვისებების მქონე ვიზუალური ელემენტების შერწყმით, რითაც ვქმნი ჰარმონიას დისონანსისგან.
ახალგაზრდობის დიდი ნაწილი კონტროლირებად და დახურულ გარემოში ვცხოვრობდი, მშობლებთან და რამდენიმე მეგობართან ერთად. უმეტესად, მარტო ვიყავი. იმ დროის ჩემი ყველაზე ნათელი მოგონებებია მშობლებთან ხელჩაკიდებული სეირნობა სტამბოლის ცნობილ ბაზრობებზე. გაოგნებული და მოხიბლული ვიყავი ხოლმე სანახაობების, სურნელებისა და ხმების სენსუალური ნარევით. ეს მისტიური სამყარო ძალიან შორს იყო ჩემი ყოველდღიური ყოფისაგან. მხოლოდ ჩემი სამშობლოდან მოშორებისა და დროის გასვლის შემდეგ გავიაზრე, რამდენად იმოქმედა ამ დიქოტომიამ ჩემი პიროვნების ფორმირებაზე.“

ნამუშევრები

„მე შემიძლია დაგინახო, მე შემიძლია გიგრძნო“, გრაფიტის ფანქარი, 30,48X24,13, 2022

„არაბესკები III“, გრაფიტის ფანქარი, 30,48X24,13, 2022

პროფესიული გამოცდილება

ტეხასის უნივერსიტეტი, კერამიკის სახელოსნო