0%

ასმათ გოგატიშვილი

ხელოვანის პორტრეტი

“მე ვარ ასმათ გოგატიშვილი რომანისტ-ფილოლოგი, მაგრამ რამდენიმე წელია ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა და ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ვიზუალური ხელოვნების ამ მიმართულების გარეშე. რა თქმა უნდა, კამერის გარეშეც, რომელიც მეხმარება ფოტოგრაფიის ენით შევაჩერო წამები და მოვყვე ამბები, ისტორიები.

ჩვენს ირგვლივ ყველა და ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება, ფოტოგრაფია კი იმის გასააზრებლად, თუ რას ნიშნავს ცხოვრება უკვდავყოფს კადრებს, რომელიც მეხსიერებიდან წაიშალა და დროსთან ერთად დაგვავიწყდა.
ყველაზე დიდ სიამოვნებას გადაღების პროცესი მანიჭებს. ფოტოგრაფია ჩემთვის მხოლოდ ძვირადღირებული, გამართული ტექნიკის ფლობა და ღილაკზე თითის დაჭერა არაა, არამედ გაცილებით ჯადოსნური, დიდი და ღრმა დატვირთვა აქვს. მთავარია შეგრძნება, განცდა, სწორად გააზრება და მაყურებლამდე მიტანა, რათა არა უბრალო კადრი, არამედ ნამდვილი, შემოქმედებითი სურათი დავწერო შუქით.”

ნამუშევრები

სიყვარული ღმერთია

აღდგომა

ერთი ყველასათვის

ბათუმი

პროფესიული გამოცდილება

ი. აკოფოვის ფოტოაკადემიის საბაზისო კურსები ს.რუბანოვის აკადემიური ფოტოგრაფიის პროფესიული კურსები და ფოტოშოპის სასწავლო კურსი სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ფოტოკონკურსის ,,We stand up for women” 2019 – III ადგილი საერთაშორისო ფოტოკონკურსი ,,ილო” 2020 ორ ნომინაციაში II ადგილი ქუთაისის ი.ჭავჭავაძის სახ. ბიბლიოთეკის ფოტოკონკურსის ,,წიგნი ობიექტივიდან” 2020 – I ადგილი და სხვა