ხელოვანის პორტრეტი
“ჩემი ფოტოხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო, მაშინ როცა დედიკო პოლაროიდით მიღებდა ფოტოებს, მეუბნეოდა, რომ უნდა გამეღიმა ფოტოს გადაღების დროს, შემდეგ ამ ფოტოს სადღაც სიბნელეში ანთავსებდა და შედეგით ვტკბებოდით ხოლმე. როცა წამოვიზარდე მოგზაურობა დავიწყე, მოვხვდი დადებითი ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც საოცარი ემოციები მოჰქონდათ ჩემთვის, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, მინდოდა ყველა ლამაზი მომენტი, ყველა ლამაზი ემოცია გონებაში კადრებად დამემახსოვრებინა.
როცა ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვან დღეებს, მომენტებს და ემოციებს კადრებად ვაფიქსირებ, ვფიქრობ ისტორიას ვქმნი, იმ ადამიანების ისტორიას, რომლებმაც ხვალ და ზეგ შეიძლება ამით ისაზრდოონ.”